logo
ENG



"აქ ვარ, არანაირ იარაღს არ დავყრით" - ზელენსკი ფეიკნიუსის გავრცელებას ეხმაურება

26 თებ 202210:00
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მისი სახელით გავრცელებულ ფეიკნიუსს ეხმაურება. ზელენსკიმ კიევში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. 

"ვრცელდება ფეიკ ინფორმაცია, თითქოს ჩვენს ჯარს იარაღის დაყრას ვთხოვ - მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ დავყრით, დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეს არის, სიმართლე ისაა რომ ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები და ჩვენ ყველა დავიცავთ უკრაინას. სულ ეს იყო, რისი თქმაც თქვენთვის მინდოდა, დიდება უკრაინას", - ამბობს ზელენსკი. 

ტელეგრამში უკრაინის პრეზიდენტის სახელით ვრცელდება მესიჯი, რომ დანებებას აპირებს და აგრესორ ქვეყანას იარაღს აბარებს. 

 


close დახურვა